• ახალი პარტნიორი

ახალი პარტნიორი

ჩვენს პარტნიორთა უნიკალურ სიას შეემატა ესპანური ბრენდი Equipe. დღეიდან მისი თვალისმომჭრელი კატალოგები და ნიმუშები დაამშვენებს ჩვენს Showrooms–ს. Equipe გამოირჩევა საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქციის ხაზით, რომელსაც უკვე ვიყენებთ ჩვენს მიმდინარე რამდენიმე პროექტში. 

Equipe Cerámicas 1999 წლიდან მოღვაწეობს კერამიკული ფილების სფეროში. ამჟამად წამყვანი პოზიცია უჭირავს მცირე ფორმატის იატაკისა და კედლის ფილების სექტორში. იგი ფართოდაა წარმოდგენილი ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე. 

იმისათვის რომ იყვნენ ლიდერები მცირე ფორმატების მიმართულებით, ისინი მუდმივად ზრუნავენ განვითარებაზე და ამავდროულად ერთგულნი რჩებიან წარმოების ხაზის. ასევე ტენდენციებისადმი აქტიური სწრაფვა ხელს უწყობს მათ შექმნან ფართო სპექტრი ფერებისა და ზედაპირების, რომელიც იდეალურად მოერგება ყველა ტიპის პროექტს. Equipeში ყოველი ფილა იწარმოება მკაცრი კონტროლის ქვეშ, უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და ავანგარდული პროდუქციის მისაღებად.