Zwarthout — გამომწვარი ხის ფასადი


Zwarthout — აწარმოებს უნიკალურ ხის პროდუქტებს ცეცხლის დამუშავებით. მისი წარმოების პროცესი შთაგონებულია უძველესი, ტრადიციული იაპონური Shou Sugi Ban–ის წვის ტექნოლოგიით. დამუშავებული ხის ერთგვაროვნებისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად მათ განავითარეს საკუთარი მაღალეფექტური წარმოების პროცესი. თითოეული ხის პანელი იწვება Zwarthout–ის სპეციალურ ღუმელში, რაც მას უნიკალურ ნახშირბადის ფენას აძლევს. ყველა დამუშავებულ ხის ტიპს აქვს საკუთარი სტრუქტურა. ის გამოიყენება, როგორც მდგრადი ესთეტიკური ფასადის მოსაპირკეთებლად, ასევე თანამედროვე ინტერიერში და სპეციალური ავეჯისათვის.
Zwarthout–მა ევროპაში პირველმა შექმნა ულამაზესი შავი ნახშირბადის ხის ჯიშების საკუთარი კოლექცია. Zwarthout–ი მაქსიმალურად ცდილობს წარმოებისთვის გამოიყენოს კარბონეიტრალური პროდუქტები და სერტიფიცირებული ხის მასალა.

      

 

   


მსგავსი პროდუქცია