27 ივნისს, თბილისში, სასტუმრო Hilton Gareden Inn-ში ჭავჭავაძეზე ჩატარდა პრეზენტაცია კომპანია Tempio by Ceramica Mayor-ის, რომელიც წამყვანი კომპანიაა დიზაინერული კერამიკული მასალის — ტერაკოტას წარმოებაში.
Urban Elements-ის მოწვევით ესპანეთიდან გვესტუმრა ქალბატონი Carmen Molina — ექსპორტ მენეჯერი, რომელმაც შეხვედრაზე ისაუბრა ვენტილირებადი ფასადების პროექტებზე, მოსაპირკეთებელი ფილების მრავალფეროვანი გამოყენების შესაძლებლობებზე, როგორც დიზაინის ასევე ზედაპირის განსხვავებებით.
საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ჩვენი წამყვანი არქიტექტორები და დიზაინერები.
Tempio მუშაობს არქიტექტორებისთვის, რომლებიც კერამიკულ მასალებს განიხილავენ, როგორც დიზაინის, ფუნქციურობისა და მაღალი ესთეტიურობის კომბინაციას.