Florim–ში 60 წელზე მეტია იქმნება ფაიფურის ქვის ფილები. მათი ტექნიკა აერთიანებს შემოქმედებით ინსტინქტსა და წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიას. Florim–ის სამყაროში დიზაინი და მდგრადობა ორი მჭიდროდ დაკავშირებული ცნებაა. Florim Group–ის მნიშვნელოვანი წარმოების ხაზია — Floor Gres, Rex, Cerim, Casamood და Cedit.
Floor Gres–ი არის ისტორიული ბრენდი, რომელიც გამოირჩევა რაციონალური დიზაინით. პროდუქციის ფართო სპექტრის წყალობით საუკეთესოდ ერგება საშუალო და მაღალი დატვირთვის ზედაპირებს.
Cerim–ი ყველაზე ფუნქციონალური, მრავალმხრივი, თანამედროვე და დინამიური პასუხია თქვენ საჭიროებებზე. იგი წარმოაჩენს სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ხე, ცემენტი, ქვა და სხვა.
Rex–ი ელეგანტურობის, ფუფუნებისა და გლამურის სახეა. იგი იშვიათი, ძვირფასი და კაცობრიობის ცხოვრების წესთან მჭიდროდ დაკავშირებული მასალით გამოირჩევა.
Casamood–ი ელეგანტური ჰარმონიის ეკლექტიკური გამოხატულებაა, რომელიც აერთიანებს ფაიფურის ფილებს, შუშის მოზაიკასა და ხელოვნების სხვადასხვა ელემენტს. იგი Florim–ის გუნდის განუყოფელი ნაწილია 2005 წლიდან.
Cedit–ი ქმნის უნიკალურ ენას, რომელიც გამოხატულია ხუთი სიტყვით. C – კულტურა, E – ეთიკა, D – დიზაინი, I – იდენტობა, T – ტალანტი.