შიდა და გარე მოპირკეთების გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი

Urban Elements-ის არქიტექტურული გუნდის მეშვეობით, ჩვენ გთავაზობთ ესთეტიკურ და გამძლე გადაწყვეტილებებს ფასადისა და ინტერიერის მოსაპირკეთებლად. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს მაღალი ხარისხის მასალებს, რომლებიც აკმაყოფილებს ყველა ტექნიკურ და გარემოსდაცვით მოთხოვნას. ასევე, მასალებს სავენტილაციო ფასადებისა და ინტერიერისათვის: შიდა კედლები, ტიხრები და იატაკი.

 

ესთეტიკა, ხარისხი და ფუნქციურობა

მასალები უმთავრესად წარმოებულია ევროპაში, ხარისხის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, ექსტერიერისა და ინტერიერის მოპირკეთებისთვის პრემიუმ გადაწყვეტილებების უმსხვილესი მწარმოებლების მიერ. ჩვენ გთავაზობთ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს  მასშტაბური  კომერციული, სამრეწველო და საცხოვრებელი  სივრცის პროექტებისათვის. ასევე კონსულტაციასა და ტექნიკურ დახმარებას პროექტების განმავლობაში.

 

გამოცდილება, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი პარტნიორობა

მრავალწლიანი გამოცდილება და ჩვენ მიერ შეთავაზებული მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებები მასშტაბური პროექტებისთვის, გამოგვარჩევს  არქიტექტურული მასალების მთავარ მიმწოდებლად. პროდუქციის ასორტიმენტის განვითარება და დივერსიფიკაცია, ბაზრის ტენდენციებთან მუდმივი თანხვედრა და ლოჯისტიკის სისტემაში მდგრადი ინვესტიციები არის ის ელემენტები, რამაც განავითარა Urban Elements-ი და გააღვივა ნდობა კლიენტებსა და პარტნიორებში 2012 წლიდან.